"მერი პირველ რიგში არის ადამიანი"
Batumi Daily
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა ჩატარდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალსიწინებულ 5 საკითხს უყარეს კენჭი.
ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინეს. მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 9 თვის განმავლობაში 379 ათას 326 ლარი დაიხარჯა და სულ 672 ოჯახს გაეწია დახმარება. ჯანდაცვის 9 მიზნობრივი პროგრამით ისარგებლა 781-მა ბენეფიციარმა, რაზეც 370 ათას 882 ლარი დაიხარჯა.
"შესაფასებლად წარდგენილი იყო საკითხი„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ“. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შემოსულობების დაზუსტებული გეგმაა 14 310 053 ლარი, ფაქტიურმა შემოსავლებმა კი შეადგინა 12 560 402 ლარი, ანუ გეგმა შესრულდა 87,8%-ით." - წერია მერიის ვებ-გვერდზე.
რაც შეეხება ჟურნალისტის სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენების საჭიროება ვერ დაინახეს საკრებულოს წევრებმა.
ნადიმ ვარშანიძე შემთხევევას როგორც ჭიქაში აგორებულ ქარიშხალს მოიხსენიებს. ,,მერი პირველ რიგში არის ადამიანი“ - განაცხადა მან. მმართველი გუნდის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი ნადიმ ვარშანიძე თვლის, რომ კანონის დარღვევისთვის თანამდებობის პირს უფრო მეტი მორალური პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში