მასშტაბური კარანტინი არ იგეგმება – თურნავა
Pirveliradio Ge
პანდემიის მიუხედავად, ბიზნესი და ეკონომიკა გააგრძელებს მუშაობას - მასშტაბური კარანტინი არ იგეგმება – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„ჩვენ, მთავრობა სრულად ვმართავთ სიტუაციას და უზრუნველვყოფთ ჩვენი ეკონომიკის ფუნქციონირების გაგრძელებას. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად იცავს თითოეული ბიზნესსუბიექტი და იქ დასაქმებული ადამიანები დაწესებულ რეკომენდაციებსა და წესებს, რადგან მხოლოდ ჩვენ ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ. რა თქმა უნდა, მასშტაბური კარანტინი არ იგეგმება და ჩვენ ეს არ დაგვჭირდება. არ იგეგმება მასშტაბური დარგობრივი შეზღუდვები“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.