ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მოთხოვნები გააცნო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან ხელისუფლებას მოთხოვნები ჩამოუთვალა. ხაბეიშვილის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს პირველი მოთხოვნა 7-9 მარტის აქციებზე "მოლოტოვის კოქტეილების" სროლისა და პოლიციელის მანქანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებაა. მეორე მოთხოვნაა აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადადგომა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი და მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლება, ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება, განსაკუთრებით დელიგარქიზაციის ნაწილში და სასამართლო რეფორმა. "[მიხეილ სააშვილის გათავისუფლება] არ არის ვიწრო პარტიული ინტერესები. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხე, როცა ვხედავთ როგორ კლავენ მესამე პრეზიდენტს წამებით და ამასობაში ყველა მოგვიწოდებს, რომ პრეზიდენტის მწამებლებს და მკვლელებს არ გელოდებით ერვოკავშირში. კიდიევ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მიშა სააკაშვილის თავისუფლება", - განაცხადა ხაბეიშვილმა. რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში აქციის მონაწილეებს პოლიტიკოსები მიმართავენ. აქცის სლოგანია - "ერთად ევროპაში".   https://www.radiotavisupleba.ge/a/32356143.html

Source: radiotavisupleba.ge