ჩვენ გვაქვს საკმარისი მანდატი მთავრობის ფუნქციონირებისთვის - თორნიკე რიჟვაძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
თორნიკე რიჟვაძემდღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე ამომრჩეველს პირველ ტურში გამოჩენილი აქტიურობისთვისკიდევ ერთხელმადლობა გადაუხადა და ხვალ აქტიურობისკენ მოუწოდა.
მისივე განცხადებით,მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღებს 'ნაციონალური მოძრაობა' უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით, მათ საკმარისი მანდატები აქვთ, როგორც უმაღლესი საბჭოს, ასევე აჭარის მთავრობის ფუნქციონირებისთვის.
'ამომრჩეველს მინდა მადლობა გადავუხადო იმ აქტიურობისთვის, რომელიც გამოავლინეს პირველ ტურში მინდა მოვუწოდო ხვალ განსაკუთრებული და უპრეცენდენტო აქტიურობისკენ, რათა ყველამ ერთად ვაჩვენოთ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა. ეს არის წინაპირობა როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაშ არ იყოს პოლიტიკური დაძაბულობის და კრიზისის წინაპირობა.
მინდა ავღნიშნო, რომ რიგი პოლიტიკური პარტიების, რომლებსაც ხალხმა მიანიჭა შესაბამისი მანდატი, რომ წარმოდგენილი იყვნენ წარმოდგენილ ორგანოებში მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა როგორც პოლიტიკურ, ასევე საპარლამენტო ცხოვრებაში და მნიშვნელოვანიათუ ისინი წარმოადგენენ და პატივს ეცემიან ამომრჩეველს, მაგრამ აქვე მინდა ავღნიშნო, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებშ ბუნებრივი ბარიერი გადალახა 'ქართულმა ოცნებამ' უმრავლესობით და ეს უმრავლესობა კიდევ უფრო გამყარდება ხვალ და ასევე გადალახა 'ნაციონალურმა მოძრაობამ'.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამომრჩევლისთვისდიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მათი ნება და თითოეული ხმა იყოს შესაბამისად რეალიზებული როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პოლიტიკური ცხოვრების ნაწილში. თუმცა ამ შემთვევაში რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას, როგორც უმაღლესი საბჭოს ნაწილში, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღებს 'ნაციონალური მოძრაობა' უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით. ჩენ გვაქვს უკვე საკმარისი მანდატები, როგორც უმაღლესი საბჭოს, ასევე აჭარის მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი პოლიტიკური და სამართლებრივი რისკები არ შეექმნეს'-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.