ზუგდიდში თურქეთიდან ჩამოსულ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა
Tbilisi Daily
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ერთ-ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
კვლევა ზუგდიდის ინფექციური კლინიკის ლაბორატორიაში ჩატარდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის ანზორ ქობალიას განცხადებით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან აღებული ერთი მოქალაქის ნიმუში COVID-19-ზე დადებითი აღმოჩნდა.
მისი თქმით, ინფიცირებული ქალბატონი არ მიეკუთვნება არც ერთ კლასტერს და არ არის სამეგრელოს მცხოვრები. როგორც ირკვევა, აღნიშნული მოქალაქე თურქეთიდან 22 აპრილს ჩამოვიდა და პირდაპირ კარანტინის სივრცეში მოათავსეს.
პაციენტი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
ამასთან, გუშინ ღამით ზუგდიდში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ორ ბავშვს, რომლებიც ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნებიან. პაციენტები თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
#კორონავირუსი#ზუგდიდი#თურქეთი#Dailynews#DailyNews