Survation-ის კვლევით ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანი 55%-ით იმარჯვებს

Tbilisi Daily

„რუსთავი 2-ის“ მიერ ბრიტანული კომპანია Survation- ისთვის დაკვეთილი კვლევა გამოქვეყნდა. ამჯერად კვლევები თბილისის 1 და რეგიონის 5 ოლქში ჩატარდა, მათ შორის ზუგდიდში. ჩატარებული კვლევის მიხედვით პირველივე ტურში, 55 პროცენტით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი იმარჯვებს. ზუგდიდის ოლქის შედეგები ასეთია: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში? თითქმის დარწმუნებულია , რომ მიიღებს მონაწილეობას – 55 % ალბათ მიიღებს მონაწილეობას – 30% 50/50- 10% არ მიიღებს მონაწილეობს – 5% დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ? ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 55% მალხაზ ჯალაღონია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია ) – 29% გიგი უგულავა (ევროპული საქართველო) – 12% ალექსანდრე ახვლედიანი (ლელო) – 3% ოთარ ჭითანავა ( პატრიოტთა ალიანსი ) – 1% დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას ? ქართული ოცნება – 56% ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 34% ევროპული საქართველო – 5% ლელო – 4% პატრიოტთა ალიანსი – 1% საველე სამუშაოები ჩატარებულია 21 სექტემბრიდან 10ოქტომბრამდე. გამოკითხულია 1808 რესპონდენტი. კვლევის ცდომილებაა 6%.