ბათუმის მერიის შენობაზე წითელი საღებავით გაკეთებული წარწერები წაშალეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმის მერიის შენობაზე წითელი საღებავით გაკეთებული წარწერები წაშალეს. ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა ფრაზა -''იმოქმედე'', ქალაქში რამდენიმე ადგილას დაწერეს. მათ შორის მერიის შენობის ერთ კედელზე და ასევე ცენტრალური პარკის კოლონადებზე. მოძრაობის წევრები, აჭარის მაუწყებელთან არ მალავენ, რომ მსგავსი წარწერების გაკეთებას, სხვადსხვა ლოკაციაზესაღამოს ისევ აპირებენ. მათივე თქმით, ჯერ არავის დაუჯარიმებია. ''არ დავუჯარიმებივართ. საღამოს ბევრ ადგილას გამოჩნდება მსგავსი წარწერა. ხვალიდან კი ოპოზიციის პროტესტს და აქციას შევუერთდებით'' - აცხადებს მოძრაობა ''იმოქმედეს'' წევრი. ბათუმის მერიის შენობა და კოლონადებიკულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მათი დაზიანება, მოხატვა ისჯება. ჯარიმა კი 1000 ლარს შეადგენს. ბათუმის მერიის ინსპექტირების სამსახურში აცხადებენ, რომ ისინიკანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს გაატარებენ. ''აღნიშნული წარწერები მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევის კატეგორიას, შესაბამისად ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ყველა მსგავს ფაქტზე გაატარებს კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს. მოვუწოდებთ მოქალაქეებს და პოლიტიკურ სუბიექტებს თავი შეიკავონ მსგავსი ვანდალური ქმედებისგან'' - აცხადებენ მერიაში.