"ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს"

Tbilisi Daily

აშშ-ის ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი, ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე მო­სა­ლოდ­ნე­ლი სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ფონ­ზე კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და, სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რამ­დე­ნი­მე სა­კითხს აჯა­მებს: "აჭა­რის მა­გა­ლით­მა გვაჩ­ვე­ნა რამ­დე­ნად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი დახ­ვდა კო­ვიდ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლი და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი; ძა­ლი­ან კარ­გია რომ პრო­ტო­კო­ლე­ბი იც­ვლე­ბა და ხალ­ხს ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, მაგ­რამ რო­დე­საც ამ­ხე­ლა მასა სახ­ლში გა­და­ი­ნაც­ვლებს, მარ­ტი­ვი ენით სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ტა­ნა და ამ კამ­პა­ნი­ა­ში ოჯა­ხის ექი­მე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თვა, გან­სა­კუთ­რე­ბით სე­ზო­ნუ­რი გრი­პის პი­რო­ბებ­ში, კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა. ყვე­ლა კო­ვიდ-სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ზომა (მათ შო­რის ნიღ­ბის ტა­რე­ბა და დის­ტან­ცი­რე­ბა) ასე­ვე შე­ამ­ცი­რებს სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვირუ­სე­ბის გა­და­ცე­მის სიხ­ში­რეს, ამი­ტომ გრი­პის სე­ზო­ნი წელს შე­საძ­ლე­ბე­ლია პა­რა­დოქ­სუ­ლად უკეთ წა­ვი­დეს ვიდ­რე წინა წლებ­ში (ჩემი აზ­რით ასეც მოხ­დე­ბა). ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია კი­დევ უფრო მეტი რე­სურ­სი და­ი­ხარ­ჯოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის­თვის ამ ზო­მე­ბის შე­სა­ხებ. აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა (ანუ ერთი ნა­ცხით კო­ვი­დის, გრი­პის და/ან სხვა სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბის­თვის ტეს­ტი­რე­ბა), ამი­ტომ ამ ტეს­ტე­ბის მო­მა­რა­გე­ბა ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა გახ­დეს", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე. ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი გრი­პი­სა და Covod 19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის სა­კი­თხსაც ეხე­ბა და არც ისე და­მამ­შვი­დე­ბელ პროგ­ნოზს აკე­თებს: "რაც შე­ე­ხე­ბა გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას - დე­ბა­ტე­ბი გრძელ­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნად ბევ­რი შტა­მი უნდა მო­იც­ვას და რამ­დე­ნად ადრე უნდა და­ი­წყოს ვაქ­ცი­ნა­ცია (ადრე აც­რით იმუ­ნი­ტე­ტის და­სუს­ტე­ბის რის­კი არ­სე­ბობს სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბამ­დე) - თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ 130 ათა­სი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნაა და­გეგ­მი­ლი - რისკ-ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბა პრი­ო­რი­ტი­ზე­ბა, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას, რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის ლი­დე­რი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­დეს და „იზე­ი­მოს“ ვაქ­ცი­ნა ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა იქ­ნე­ბა და სხვა არ­ე­ფე­რი - რე­ა­ლუ­რად, უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნით ფარ­თო მა­სე­ბის მო­მა­რა­გე­ბა 2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე ვერ მოხ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლომ­დე რო­დის მო­აღ­წევს ეს კი­დევ ცალ­კე სა­კი­თხია, ასე რომ კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნა­ზე სა­უ­ბა­რი და დავა ჯერ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია".ცნო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. მსოფ­ლი­ო­ში ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა კი უკვე 1 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის პროგ­ნო­ზით, ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა მსოფ­ლი­ოს 2020 წლის ბო­ლოს­თვის უნდა ჰქონ­დეს.