მიხაელ ბალაკს ზურგის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა

Tbilisi Daily

ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს, მიხაელ ბალაკს ზურგის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს. მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია ჩამოყალიბებული მასის მოსაშორებლად და ქირურგიულმა ჩარევამ წარმატებით ჩაიარა. ახლა ბალაკი რეაბილიტაციის კურსს გაივლის და მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. კარიერის მანძილზე ბალაკს "კაიზერში", "ლევერკუზენში", "ბაიერნსა" და "ჩელსიში" უთამაშია, გერმანიის ნაკრებში ჩატარებულ 98 შეხვედრაში კი 42 ბურთი გაიტანა.