ორი საპროტესტო აქცია ბათუმში
Tbilisi Daily
ორი საპროტესტო აქცია ბათუმში. აქციის ერთი ნაწილი წართმეული საკუთრების დაბრუნებას, მეორე ნაწილი კი საზღვრის გახსნას ითხოვს. "დაგვიბრუნეთ ხოფის ბაზრობა", "აღადგინეთ სამართალი" - ანანიძეების ოჯახი 2008 წელს წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს. ისინი აჭარის მთავრობას პროკურატურასთან შუამდგომლობას თხოვენ, რათა საგამოძიებო უწყებამ მათი საქმე სწრაფად გამოიძიოს. ანანიძეებმა პროკურატურას 2012 წელს მიმართეს, თუმცა ამბობენ, რომ საქმე დღემდე გამოუძიებელია.
აქციის მონაწილეები ბათუმის მერიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლეს. ბათუმის მერიასთან, პარალელურად, საპროტესტო აქციას თურქეთში დროებით დასაქმებული ქალები მართავდნენ. ისინი საზღვრის გახსნას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვენ. მათივე განცხადებით, თუ მთავრობა თურქეთთან საზღვარს არ გახსნის, მაშინ მრავალჯერადი დახმარება დაუნიშნონ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, უმეტესობას კი მთავრობიდან ერთჯერადი დახმარებაც არ მიუღია