კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, საფრანგეთში 17 ოქტომბრიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

Tbilisi Daily

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, ქვეყანაში 17 ოქტომბრიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. „ეპიდემიის საფრანგეთის ტერიტორიაზე გავრცელების გათვალისწინებით, კოვიდ-19 დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემისთვის, რომელიც თავისი ბუნებითა და სიმძიმით საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. არსებული ვითარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ამართლებს, რათა პროპორციული ზომების გატარება მოხდეს“, - ნათქვამია საფრანგეთის მთავრობის დადგენილებაში. აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას მკაცრი შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილებას ანიჭებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 756 472 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 32 909 ადამიანი გარდაიცვალა.