საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები დაახლოებით 10:45 საათისთვის  განახლდა სამთავრობო საიტზე stopcov.ge. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად. 20-30 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30865769.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)