სკოლების გახსნისთვის აუცილებელია ინფიცირების 3%-იანი მაჩვენებელი - თამარ გაბუნია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ინფიცირების მაჩვენებლით, 3%-ზე უნდა ვიყოთ, რომ ისეთი ტიპის დაწესებულებების აღდგენაზე ვისაუბროთ, რომლებშიც ინფიცირების რისკი მაღალია - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. ,,რაც შეეხება სკოლებში სწავლის აღდგენის პროცესს, 5% დადებითობის მაჩვენებელი არის, ის როდესაც სკოლებსადა მსგავსიტიპის დაწესებულებებში,პირიქით, წყდება სწავლა ანუ რისკის მაჩვენებელია, ჩვენ ჯერ ამ 5%-ს ვერ მივაღწიეთ. მართალია,ქვემოთ მოდის დადებითობისმაჩვენებელი, ამ დილას უკვე ჩამოცდა 8%-ს, მაგრამ 5% არის სასურველი ნიშნული.უსაფრთხო გახსნისთვის კი3%-ზე უნდა ვიყოთ, რომ ასეთი ტიპის დაწესებულებებში, რომლებშიც ინფიცირების რისკი მაღალიააღდგენაზე ვილაპარაკოთ' - აცხადებს თამარ გაბუნია