ე.წ ქობულეთის კლასტერს ორი ინფიცირებული დაემატა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან, რომელიც დაკავშირებულია კაფე 'ჰავანასთან' გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფ ორ პირს. ჯამში ამ შემთხვევიდან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 5 მოქალაქეს. ეპიდემიოლოგიურად მოკვლეულია და კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე. უწყების ინფორმაციით, PCR ტესტირებისთვის სინჯები აღებული აქვს დამატებით 110 პირს, კვლევის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ ერთ პირს, ქალბატონი იმყოფებოდა კარანტინში, რომელიც საქართველოში საბერძნეთიდან დაბრუნდა.სამივე მათგანი გადაყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში. კლინიკაში მკურნალობას 26 ინფიცირებული პაციენტი გადი. დღეს საქართველოში კორონავირუსის5 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი აჭარაშია.