ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე - ირაკლი ღარიბაშვილი 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს პრემიერი მინისტრის განცხადებით, ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგის იმედია აქვს. ირაკლი ღარიბაშვილმაევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდი იქნება შედეგზე ორიენტირებულები. ''მინდა სრული მზაობა გამოვხატო და დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებულიმხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს არაერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან არაერთი შეხვედრის დრო. მინდა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დავადასტურო აღნიშნული მზაობა. დანიელსონიარის ძალიან გამოცდილი დიპლომატი. იგი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი მოკლე დროში დასრულდება. იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის'' - განაცხადა პრემიერმა.