ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ის "ძალა ერთობაშიას" სახელით ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს რაიონებში იყრის კენჭს. სიას ოფიციალურად პარტიის ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ამ წუთებში წარადგენს. ნანუკა ჟორჟოლიანს მრავალწლიანი ჟურნალისტური გამოცდილება აქვს. ახლა ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში გადაცემა "სხვა ნანუკა" მიჰყავს. პარტიამ 30 მაჟორიტარულ ოლქში ჯამში 25 კანდიდატი დაასახელა, დარჩენილი 5 მაჟორიტარობის კანდიდატი სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან არის შეთანხმებული https://www.radiotavisupleba.ge/a/30854416.html #ახალი_ამბები #twitter #არჩევნები_2020