მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა პარლამენტში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დილიდან მიმდინარეობს. კომიტეტების ფორმატში კანონმდებლები დღის განმავლობაში მინისტრობის 5 კანდიდატს მოუსმენენ. მმართველი გუნდი კი განახლებულ კაბინეტს დაჩქარებული წესით ორშაბათს დაამტკიცებს. განახლებულ გუნდში იცვლება მხოლოდ ორი მინისტრი. ვის მოუსმინეს და რა განცხადებები გაკეთდა ირაკლი ყურაშვილი გვეტყვის.