საქართველოში კორონავირუსი კიდევ 294 ადამიანს დაუდასტურდა, 87 გამოჯანმრთელდა
Tbilisi Daily
საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 87 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5254 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1906 ადამიანი, 28 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 674 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 800, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.