Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2229 ლარი ღირს

Tbilisi Daily

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:15 საათისთვის ერთი დოლარი 3.2229 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2213 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2181 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8086 ლარია.