საკრებულოში გაკეთებული ხმაურიანი განცხადების გამო "დამსაჯეს" - ირაკლი ჯინჭარაძე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის ბულვარის დირექტორი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებული დარღვევები სახელდება. ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომგათავისუფლების შესახებ ცნობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ჯერ არ მიუღია დასაუბარია ორი წლის წინ აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაზე, რომელშიც მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდებოდა. 'ეს ამბავი აჭარის ტელევიზიით გავიგე,როგორ გაიგო თქვენმა ტელევიზიამ ჩემზე ადრე? გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერ არ ჩამბარებია. სამინისტრომ, მხოლოდ სიტყვიერად დამიდასტურა. არ ვიცი გათავისუფლების დასკვნაში რა წერია. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას ის, არის ორი წლის წინ გამოქვეყნებული დასკვნა, რომელიცეხება კონკრეტულ შესყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურხარვეზებსდა არა ქრთამის აღებაზეან რაიმე მნიშვნელოვან დარღვევაზე, საყურადღებოა ისიც რომ მე იმ დროისთვის დირექტორის მოადგილის პოზოციაზე ვიყავი. რატომ გახდა ეს ყველაფერი ახლა საინტერესო ვერ ვხდები. ჩემს თანამდებობიდან გათავისუფლებას ვუკავშირებ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლას,როცა ბულვარის გასხვისების წინააღმდეგ გავაკეთე განცხადება. არ მაპატიეს დადამსაჯეს,ეს მოსალოდნელიც იყო', - აცხადებს ირაკლი ჯინჭარაძე.