ბაბუას მსგავსად ოჯახის სხვა წევრებიც უნდა დაისაჯონ - გარდაცვლილი მოზარდის დედა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის დედა ამბობს, რომ ბაბუას მსგავსად ოჯახის სხვა წევრებიც უნდა დაისაჯონ. დედა ირწმუნება, რომ ნინი მისიმა ყოფილმა მაზლმაც სცემა, ბაბუა კი მუდმივად ფსიქოლოგიურად ძალადობდაბავშვზე. დედის განმარტებით, შვილი თურქეთში მიყავდა, საბუთები მზად ჰქონდა, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი რა მოხდა არ იცის. ''თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ჩემი შვილი, მე მას 2 დღით ადრე ველაპარაკე და არაფერს ასეთს არ ფიქრობდა. კარგ ხასიათზე იყო, ველოდებოდი იქ მოდიოდა, საბუთები გამზადებული მქონდა, მიმყავდა. იმ ღამეს რაღაც მოხდა იქ ისეთი, რაც ჩემამდე ჯერ არ მოდის ინფორმაცია. ჩემი ყოფილი მამამთილის ძმისშვილებიც უნდა დაიჭირონ და დაიჭერენ ალბათ. მე მათაც ვადანაშაულებ ფიზიკურ ძალადობაში. რომ იძახიან არაფერი არ მიქნიაო, მე რა ჩემს შვილს გავაცოცხლებ და ის ილაპარაკებს? რაც ბავშვმა მითხრა ის ვთქვი მე. ზეწოლაში ვიყავი მთელი ცხოვრება მაგათ ხელში. ბოროტი და შურიანები თვითონ არიან. ნინიმ მითხრა, რომ ყოფილმა მაზლმა უმოწყალოდ სცემა ექსპერტიზიდან, რომ ჩამოვიდა იმ დღეს. ბაბუას, რომ დაურტყმია სახეში და თმებით მოუჩეჩიაკი ვიცი, დანარჩენი ვინ დაარტყა დეტალურად არ ვიცი.ყოველთვის ძალადობაში იყო ჩემი შვილი, ღამით ვერ იძინებდა, ჩემი ყოფილი მამათილი რომ სვამდა აწვალებდა ბავშვს. ეუბნებოდა რატომ გააკეთეო. ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ნინი ამას განიცდიდა ძალიან'' - უთხრა ჟურნალისტებს დედამ. გარდაცვლილის დედა ყვება, რომ ის გამოკითხვაზეგუშინ წამიყვანეს დაახლოებით 8-ის ნახევარზე წაიყვანეს და დღეს დილით დაბრუნდა სახლში. '' ჩემი მიმოწერაც და ტელეფონიც იქ აქვთ სანამ გამოძიება არ დამთავრდება არ დამიბრუნებენ.დაკითხვა დილის 8 საათამდე გაგრძელდა'' - განაცხადა გარდაცვლილის დედამ. ამ წუთებში ქობულეთის პოლიციაში გამოკითხვა მიმდინარეობს. ნინის ოჯახის წევრები და ახლობლები სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობენ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მოზარდის ბაბუა ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.ასევე დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს ედავებიან. 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.