კორონავირუსის 11 დადასტურებული შემთხვევა მესტიაში.
Zugdidi Daily
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 11 შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს განეკუთვნება, ხოლო ხუთი იმპორტირებულია.
ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია.
ამირან გამყრელიძე ამასთან დაკავშირებით განცახდებას აკეთებს :
„დღეს დილის 9:00 საათისთვის 17 ახალი შემთხვევაა დამატებული. სულ ქვეყანაში კოვიდის 1411 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. აქედან 17-ია ახალი. 11 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს და ლენჯერის კლასტერს, მაგრამ 11-დან ადგილზე მხოლოდ შვიდია დადგენილი, დანარჩენი სვანეთს გარეთ კონტაქტებია.
ასევე, 17-დან ერთი ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, დანარაჩენი ხუთი არის იმპორტრირებული შემთხვევა. ყველას წყარო ცნობილია. იმპორტირებულებიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.“
#მესტია #სამეგრელოზემოსვანეთი #კორონავირუსი #დადასტურებულიშემთხვევა #წყაროები #იმპორტირებულიშემთხვევა #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com