შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში - რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერები?

Tbilisi Daily

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. რო­გორც შეხ­ვედ­რის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, დი­ა­ლო­გი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, კარი დი­ა­ლო­გის­თვის და შე­თან­ხმე­ბის­თვის ღიაა. "მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლია. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით დი­ა­ლო­გის ფორ­მატს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ და­ვა­ახ­ლო­ვოთ პო­ზი­ცი­ე­ბი, რათა დე­მოკ­რა­ტი­ამ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ­მა სის­ტე­მამ გა­ნაგ­რძოს სტა­ბი­ლუ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ამ ფორ­მატ­ში დი­ა­ლო­გი პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის დას­რულ­დე­ბა და ამო­ი­წუ­რე­ბა. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დი­ა­ლო­გი გან­ვაგ­რძოთ სა­ქარ­თვე­ლოს მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში. ვფიქ­რობ, რომ ახლა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში არის პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა, არის უფრო მეტი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მო­ძებ­ნა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის. ჩვენს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ნამ­დვი­ლად ყვე­ლას. მო­დით, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ. "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხმდნენ, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­დათ­ვლის სა­კი­თხი და­ი­ხუ­რა. რო­გორც ვა­შა­ძემ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გა­ი­მარ­თე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის მომ­დევ­ნო რა­უნ­დი, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ის მო­ლო­დი­ნით არ­ჩევ­ნე­ბის თა­რიღ­ზე ისა­უბ­რე­ბენ. „ყვე­ლა მხა­რე შე­თან­ხმდა, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ გუ­შინ­დე­ლი სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ხუ­რა ყო­ველ­გვა­რი სა­უ­ბა­რი გა­დათ­ვლა­ზე, სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მზე, რა­ზეც იყო სა­უ­ბა­რი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან და ეს სა­კი­თხი და­ი­ხუ­რა. შევ­ჯერ­დით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რის შემ­დე­გი რა­უნ­დი, სა­დაც კონ­კრე­ტუ­ლად ვი­სა­უბ­რებთ არ­ჩევ­ნე­ბის თა­რიღ­ზე. ოპო­ზი­ცი­ას ეს მო­ლო­დი­ნი გვაქვს, იმი­ტომ, რომ ვთქვით, რომ ამის გა­რე­შე სხვა სა­კი­თხე­ბის გა­დათ­ვლას აზრი არ აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ. რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გი­ორ­გი ვა­შა­ძე ამ­ბობს, რომ „ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია“. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით ბაქ­რა­ძე­მაც. მისი თქმით, მხა­რე­ებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბია, თუმ­ცა, ისი­ნი შე­თან­ხმდნენ, რომ დი­ა­ლო­გი გაგ­რძელ­დე­ბა. "ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კრე­ტულ შე­დეგ­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია. უნდა გვეს­მო­დეს, რომ მხა­რე­თა პო­ზი­ცი­ებს შო­რის ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი გახ­ლავთ ნამ­დვი­ლად ცეს­კოს გუ­შინ­დე­ლი სხდო­მა და სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნო და სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ი­ღეს, რომ­ლი­თაც ოპო­ზი­ცი­ას წა­არ­თვეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც და­ხუ­რეს კარი ოლ­ქე­ბის და უბ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­დათ­ვლის და გა­და­მოწ­მე­ბის­თვის, რომ­ლი­თაც და­არ­ღვი­ეს არ­სე­ბუ­ლი ვა­დე­ბი და და­აჩ­ქა­რეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ამი­ტომ, ცეს­კოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო ფაქ­ტო­რი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან და­ა­ვიწ­რო­ვა ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის თემა და შე­სა­ბა­მი­სად, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე დარ­ჩა ერ­თა­დერ­თი სა­კი­თხი - ოპო­ზი­ცი­ის შე­თა­ვა­ზე­ბა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ჯერ­ჯე­რო­ბით, პო­ზი­ცი­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბუ­ლია, მხა­რე­ე­ბი გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე დგა­ნან, მაგ­რამ ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ დი­ა­ლო­გი და პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და ამ დი­ა­ლო­გის ამო­ცა­ნა გახ­ლავთ სწო­რედ ის, რომ ძა­ლი­ან და­შო­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ვი­დეთ იმ კომ­პრო­მი­სამ­დე, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ამ ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის. სტა­ბი­ლუ­რო­ბას სჭირ­დე­ბა აღ­ქმა, რომ ქვე­ყა­ნას ჰყავს ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბას სჭირ­დე­ბა აღ­ქმა, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ნორ­მა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი, ამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, სჭირ­დე­ბა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ეს არის გან­ხილ­ვის თემა. პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჩვენ ვე­ლით კი­დევ ახალ შეხ­ვედ­რას“, - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.