მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 86 მილიონს გადააჭარბა

Tbilisi Daily

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 86 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers აქვეყნებს. პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ - 19-ით 1.8 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 61 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 23 187 265 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.