სააკაშვილი - "გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ - დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, ე.წ. სახელმწიფო უწყებები"

Tbilisi Daily

მინ­და ვუ­თხრა პო­ლი­ცი­ას: თქვენ დე­დე­ბი გყავთ სა­ერ­თოდ? არ გრცხვე­ნი­ათ? რა ბრძა­ნე­ბებს ას­რუ­ლებთ და რო­გორ და­გაჩ­მო­რეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა „ფე­ის­ბუქ­ზე“ პირ­და­პი­რი ჩარ­თვის დროს გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ პო­ლი­ცი­ამ ბო­ლომ­დე აღ­მარ­თოს ხელი ქარ­თველ ხალ­ხზე. "თქვენ ოდეს­ღაც იყა­ვით მსოფ­ლი­ოს ნო­მერ პირ­ვე­ლი პო­ლი­ცია. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ამა­ყობ­და თქვე­ნით და თქვენ­ზე ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობ­და ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი. რას და­გამ­სგავ­სათ მარ­თლა ივა­ნიშ­ვილ­მა, სახ­ლში რომ მი­დი­ხართ თქვენს ცო­ლებს, შვი­ლებს, მშობ­ლებს რაზე ელა­პა­რა­კე­ბით? რომ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბით ივა­ნიშ­ვილს? ნა­ხეთ მათი თვა­ლე­ბი რა და­ში­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან? მათი დაჩ­მო­რე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი, მათი შე­ში­ნე­ბუ­ლი სი­ფა­თე­ბი ნა­ხეთ? გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ პო­ლი­ცი­ამ ბო­ლომ­დე აღ­მარ­თოს ხელი ქარ­თველ ხალ­ხზე. ნუ გე­ში­ნი­ათ ამა­თი, წინ ბო­ლომ­დე მი­ვაწ­ვეთ“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.