სოფელ ლაბრაში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
Sokhumi Daily
სოფელ ლაბრაში მკვიდრ მამაკაცს რამოდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. 23 აგვისტოს, სასწრაფო დახმარების მანქანამ იგი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკაში მას ჩაუტარეს ტესტირება, რის შედეგადაც პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
გარდაცვლილი მამაკაცი 54 წლისაა - განაცხადა სოფლის ე.წ ხელმძღვანელმა არუტიუნ მელქონიანმა.
მელქონიანის თქმით, მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. 23 აგვისტოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, ექიმებმა ანალიზები აიღეს. 24 აგვისტოს საღამოს, პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე კვლავ მივიდა, თუმცა ჰოსპიტალიზაცია ვერ მოხერხდა, რადგან პაციენტი გზაში გარდაიცვალა.
”ახლა ექიმები სოფელში ჩავიდნენ ბიომეურნეობის მისაღებად. ექიმები მუშაობენ სოფლის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე. ლაბრას ყველა მკვიდრს შეუძლია სურვილის შემთხვევაში აიღოს ანალიზები,” - თქვა მელქონიანმა და დაამატა, რომ ლაბრაში 250-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ხელმძღვანელის თქმით სოფელში ერთი ინფიცირებული თვითიზოლაციაში იმყოფება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#აფხაზეთი
#კორონავირუსი
#ინფექცია
#sokhumidaily