ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდის შემთხვევებმა იმატა
Sokhumi Daily
გასული დღის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 118 - მა ადამიანმა ჩაიტარა. 34 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი.
1944 წელს დაბადებული ქალი გუდაუთის კოვიდმიმღებ კლინიკაში გასულ ღამეს გარდაიცვალა. მას საავადმყოფოში პოლისეგმენტური პნევმონია დაუდგინდა. "მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - ამბობენ მედიკოსები.
გუდაუთის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობას 80 პაციენტი გადის, მათგან 74 პირს კორონავირუსული ინფექცია აქვს. 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 19 - ის კი, საშუალო.
რაც შეეხება სოხუმის ინფექციურ კლინიკას, აქ მკურნალობას 29 კოვიდპაციენტი აგრძელებს. 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ასევე სოხუმში, აიტარის პანსიონატის ტერიტორიაზე განლაგებულ მობილურ მულტიდისციპლინურ საავადმყოფოში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 33 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 5 პაციენტი მძიმედაა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა