საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს, თენგიზ ცერცვაძეს ნუ შევეხებით ასე - ამირან გამყრელიძე
Tbilisi Daily
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც მკურნალობის პროცედში მედიკამენტ პლანქველინის გამოყენებას აპროტესტებენ, ტელეეთერებიდან და სოციალური ქსელებიდან პროფესიულ დისკუსიებში გადანაცვლებისკენ მოუწოდებს.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მედიკამენტი 50 წელია არსებობს და პირადად მასაც არაერთხელ გამოუყენებია ინდივიდუალურ პრაქტიკაში.
მან მედიკოსებს ასევე მოუწოდა, თავი შეიკავონ თენგიზ ცერცვაძის კრიტიკისგან, ვინაიდან მას უზარმაზარი გამოცდილება და დამსახურება აქვს სამედიცინო სფეროში.
„რასაც ჩვენ ვაკეთებთ არ არის ჩვენი მოგონილი. ჩვენ ვეყრდნობით მსოფლიოს ხუთი დიდი ინსტიტუციის რჩევებსა და რეკომენდაციებს. მათ შორის ჯანმოს, ამერიკის, ევროპისა და ჩინეთის დაავადებათა ცენტრების გაიდლაინებს. ხვალ გვაქვს გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტთან დისკუსია.
მივმართავ ჩემ ახალგაზრდა კოლეგებს მათ ვინც უცხოეთშია, ვაფასებ მათ განათლებას ამერიკულს თუ ბრიტანულს, რა სჯობს ამას, მაგრამ კიდევ არის სხვა რამ წლები, რომელიც ექიმობას მოაქვს. ამიტომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ექიმს ნუ შევეხებით ასე. ყველას საყურადღებოდ ვამბობ ამას, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს, მან შექმნა დარგები.
ორ უზარმაზარ დარგს ჩაუდგა სათავეში და ახლაც ამ დიდი ბრძოლის შუა ცეცხლშია. ის ხელმძღვანელობს პროტოკოლით და მოდით დავანებოთ თავი ამ დისკუსიას. ვიდისკუსიოთ იმაზე თუ რა ახალი წამლები იქმნება. სხვადასხვა პროტოკოლებით 10-15 დასახელებს წამალი გამოიყენება დღეს, თუმცა მყარი მტკიცებულებები ჯერ არ არის დაგროვილი,” - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
#ექიმები
#პლაქვენილი
#ამირანგამყრელიძე
#თენგიზცერცვაძე
#tbilisidaily