პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 745 პირი დაჯარიმდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამ ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ 745 პირი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა, ხოლო 104 ადამიანი 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევის გამო.   ·პირბადის ტარების წესის დარღვევა ჯარიმდება 20 ლარით. ·კარანტინის წესების დარღვევა ჯარიმდება 2 000 ლარით ფიზიკური პირისთვის, ხოლო 10 000 ლარის ოდენობით იურიდიული პირისთვის. განმეორებითი ჯარიმა სისიხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების წესების დაცვისაკენ მოუწოდებს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ახალი შეზღუდვები ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა. შეზღუდვების გეგმა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქებას და დახურული სავაჭრო ობიექტების გახსნას ითვალისწინებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. https://www.radiotavisupleba.ge/a/31009917.html #ახალი_ამბები #twitter