დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდგინდა
Pirveliradio Ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში თანაგუნდელებთან შეხება არ ჰქონია.
"ნამდვილად დამიდასტურდა. ახლა საავადმყოფოში ვარ. არ მინდოდა გადასვლა, მაგრამ მსუბუქ ფორმებში ორმხრივი პნევმონია მაქვს და ექიმების რჩევით გადავედი - თავს კარგად ვგრძნობ", - განაცხადა მხეიძემ.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით 19 857 ადამიანია დაინფიცირებული. აქედან, 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 158 გარდაიცვალა.
"ფორმულა"