რუსეთში კორონავირუსით 27,100 ადამიანი დაინფიცირდა

Tbilisi Daily

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსი კიდევ 27,100 ადამიანს დაუდასტურდა, 510 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფექცია სულ 2,242,633 ადამიანს დაუდასტურდა, 39,068 კი გადაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.