საკოორდინაციო საბჭოს სხდომა აჭარაში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო სხდომა გაიმართა, რომელზეც რეგიონში არსებული ეპიდ ვითარება და არსებული შეზღუდვებისკონტროლის მექანიზმები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მოუწოდა დაიცვან რეკომენდაციები, რადგან, მისი თქმით, მხოლოდ სტაბილური ეპიდვითარების შემთხვევაში აღდგება ეკონომიკა და ტურისტული სექტორი სრულად შეძლებს საქმიანობის განახლებას.