ჯო ბაიდენი- ჩვენი პრობლემა ახლა ის არის, რომ დონალდ ტრამპის ამერიკაში ვცხოვრობთ

Tbilisi Daily

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ „ამერიკელები ჯო ბაიდენის ამერიკაში თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ“. „ჩვენი პრობლემა ახლა ის არის, რომ დონალდ ტრამპის ამერიკაში ვცხოვრობთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი პროტესეტებისა და არეულობებიდან პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობს. „ვფიქრობ, ის ამაში პოლიტიკურ სარგებელს ხედავს. იგი იმედოვნებს, რომ უფრო მეტი და არა ნაკლები ძალადობა იქნება“, - დასძინა მან.