დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 306-მდე გაიზარდა
Tbilisi Daily
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 306-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462 პირი.
ცნობისთვის, 300 ადამიანიდან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
#კორონავირუსი
#tbilisidaily