კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა ქუთაისში
Tbilisi Daily
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. 41 წლის ქალი საკარანტინო სივრციდან covid19- ის დიაგნოზით შეიყვანეს. პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
დღესვე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
კლინიკაში კორონავირუსი 43-მა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისთვის კი სამედიცინო დაწესებულებაში შვიდი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.