70 წლის დიზაინერი - ვერა ვონგი

Tbilisi Daily

“სამსახური, ძილი, კოქტეილები და მზეზე ყოფნა მინიმალური დოზით“ - სწორედ ამას ასახელებს დიზაინერი იდეალურ ფორმაში ყოფნის საიდუმლოდ. ვერა, რომელსაც მალე 71 წელი შეუსრულდება, მკაცრ დიეტებს არ იცავს. საუზმეზე ის მიირთმევს ომლეტს ტოსტით და ბეკონის ნაჭრით, ვანილის პუდინგს. სადილად - ქათმის სუპს დიდი რაოდენობით ბისტნეულით. ვახშმის დროს კი უპირატესობას ანიჭებს კერძებს ჩინური სამზარეულოდან. ვარსკვლავი ამბობს,რომ სპორტის დიდი გულშემატკივარი არაა, თუმცა ვარჯიშობს და ველოსიპედით ხშირად სეირნობს