სოფელ ყარაჯალარში ევროპული საქართველოს წევრს თავს დაესხნენ
Pirveliradio Ge
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში "ევროპული საქართველოს" წევრს, ოქტაი სკანდარავას თავს დაესხნენ.
სკანდარავა ამბობს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ქართული ოცნების აქტივისტებმა მიაყენეს.
"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ სკანდარავა პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც ჩვენება მისცა, ახლა კი სახლშია. მათი თქმით, მომხდართან დაკავშირებით განცხადება პარტიაში ხვალ გაკეთდება.
"ფორმულა"