საქართველოში კორონავირუსის 4500-ზე მეტი ახალი შემთხვევაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1657-მდე გაიზარდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარდა 19 636 PCR და სწრაფი ტესტი და გამოვლენილია 4570 შემთხვევა.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 178 953 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3045-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 148 332.
24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა დეკემბერში:
1 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3759. გარდაცვლილი 36;
2 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4033. გარდაცვლილი 39;
3 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4260, გარდაცვლილი 45;
4 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5068. გარდაცვლილი 38;
5 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5450. გარდაცვლილი 37;
6 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4321. გარდაცვლილი 42;
7 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2501. გარდაცვლილი 36;
8 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4673. გარდაცვლილი 36;
9 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4734. გარდაცვლილი 38;
10 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4570. გარდაცვლილი 43.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30993356.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები