ერაყში ორი დემონსტრანტი დაიღუპა უსაფრთხოების ძალებთან შეტაკების შემდეგ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ერაყის დედაქლაქ ბაღდადში ანტისამთავრობო დემონსტრაციის ორი მონაწილე დაიღუპა და 21 დაიჭრა უშიშროების ძალებთან შეტაკების შემდეგ.
26 ივლისს ანტისამთავრობო დემონსტრაციები, რომელიც კორონავირუსის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში არ ტარდებოდა, კვლავ განახლდა ბაღდადსა და ერაყის კიდევ რამდენიმე ქალაქში, სადაც ძლიერი სიცხეების პირობებში მოსახლეობა უწყლობას და უშუქობას უჩივის.
დემონსტრანტები ბაღდადში წინააღმდეგობის სიმბოლოდქცეულ ტაჰრირის მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც მოხდა დაპირისპირება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.
იუწყებიან, რომ ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს ბრბოს წინააღმდეგ.
მაგრამ ნახევრადოფიციალური ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის წარმომადგენლის, ალი ალ-ბაიათის თანახმად, უსაფრთხოების ძალები იყენებდნენ ნამდვილ ტყვიებს დემონსტრანტების დასაშლელად.
ხელისუფლების არაკომპეტენტურობისა და ელიტური კორუფციის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი აქციები შარშან ოქტომბრიდან დაიწყო ერაყში და რამდენჯერმე გადაიზარდა ძალადობაში.
უსაფრთხოების ძალებთან შეტაკების შედეგად სულ მცირე 600 - დემონსტრანტი დაიღუპა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30749473.html
#ახალი_ამბები
#twitter