ლადო კახაძე: ოპოზიციურ ფრთაზე ნაწყენი ვარ
Tbilisi Daily
ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი, ლადო კახაძე ამბობს, რომ ძალიან ნაწყენია ოპოზიციაზე "რადგან ქვეყნისთვის არაკეთილ საქმეში არიან ჩართულნი". ამის შესახებ მან მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ მთავარ არხთან განაცხადა.
"მე ცოტა ნაწყენი ვარ ოპოზიციურ ფრთაზე, ცოტა კი არა, ძალიან, რადგან ქვეყნისთვის არაკეთილ საქმეში არიან ჩართულნი და ეს ყველაფერი ჩვენ მტერს, რუსეთს აძლევს ხელს. რუსების საქმე გააკეთეს ბევრი, თავის დროზე, იმ ფრთამ, სადაც წამყვანი ძალა ნაციონალური მოძრაობაა", — განაცხადა კახაძემ.