კორონასგან თავისუფალი თუ “ბლეფი”?!
Middleeast Report
ვუჰანში კორონავირუსის სწრაფი გავრცელების დროს, ფხენიანმა მალევე საზღვრები ჩაკეტა და მალევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი ვირუსით ინფიცირებული არ იყო.
Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ჩრდ. კოეარში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები დადასტურებულია. ჯერ კიდევ ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვამდე, ჩინეთ-კორეის საზღვარზე ახალი ვისრუსის დადასტურებული შემთხვევები იყო, ამ ინფორმაციზე დაყრდნობით ვვარაუდობენ, რომ ამ გზით, ვირუსი ჩრდ. კორეაში აღმოჩნდა.
რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია, ამის დამტკიცება ჯერ ჯერობით შეუძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩრდ. კორეა უარყოფს ვირუსის გავრცელების ფაქტებს, მაგრამ ამავე დროს სხვა სახეწლმწიფოებისაგან დამხარებას ღებულობს. ჩინური სააგენტო „სინჰუა“-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთი მზად არის კორეასთან ითანამშრომლოს ვირისთან ბრძოლის მხვრივ.
NK News-სის მტკიცებით კი, პეკინმა ფხენიანში ტესტები გაგაზავნა. კორეას ასევე დამხარება რუსეთიც შესთავაზა.
ამჟამად, რა ვითარებაა ჩრდ. კორეაში უცნობია, თუმცა სხვადასხვა გავრცელებული ინფრმაციით, ქვეყანაში იღებენ რიგ შეზღუდვებს, ვირუსის გავრცელების პრევენციით.
ამ ყველაფერთან ერთად, საინტერესო იყო კიმის გაუჩინარებაც, რასაც შემდეგომ ბევრი ვვარაუდი მოჰყვა. ლიდერის ვირუსისგან გარდაცვალებასაც ამტკიცებდნენ.
ბლუმბერგი ამტკიცებს, რომ ჩინეთ-კორეის 1420 კმ სასაზღვრო მონაკვეთზე „ვაჭრები“ არალეგაურად კვეთენ საზღვარს და პროდუქვიას ჰყიდიან. სავარაუდოდ, ამ ადამიანებმა კორეში ვირუსი შეიტანეს.
#politics
#news
#opinion
#events
#coronavirus
#covid19
#northkorea
#Kim
#bloomberg
#asia
#China
#კორეა
#კორონავირუსი
#კოვიდ19