სოლიდარობის აქცია აჭარის ტელევიზიასთან
Tbilisi Daily
რას ამბობენ მაუწყებელთან შეკრებილები?
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან.
მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებს გმობენ და სოლიდარობას იმ ჟურნალისტებს უცხადებენ, რომელსაც დირექტორი გიორგი კოხრეიძე დევნის.
ასევე, სოლიდარობას - საზოგადოება "მე მიყვარს ბათუმის" წევრს ალექსანდრე მილორავას უცხადებენ, რომელიც მაუწყებლის შენობასთან მერვე დღეა დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობს.
აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები უკანონოდ გაათავისუფლეს.