ერდოღანი: აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლით თურქეთის ხელისუფლებამ შეცდომა გამოასწორა

Tbilisi Daily

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აია-სოფიას ტაძრის სტატუსის შეცვლის მიუხედავად, თურქეთი განაგრძობს მისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენახვას. „ფათიხის დროს აია-სოფია დანგრეული სახით იყო მიღებული, შემდეგ კი ჩვენ ის განძად გადავაქციეთ. საუკუნეების განმავლობაში მას უვლიდნენ და ალამაზებდნენ. ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ აია-სოფიას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შენახვას“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აია-სოფიასთვის სტატუსის შეცვლით თურქეთის ხელისუფლებამ შეცდომა გამოასწორა. „ჩვენ აღვასრულეთ თურქეთის 83 მილიონი მოქალაქის ნება. 1934 წელს ის მუზეუმად გადავაქციეთ. ახლა ჩვენ ამ შეცდომას ვასწორებთ. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა“, - დასძინა მან. 10 ივლისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ 1934 წლის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის თანახმად, სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. ამრიგად, აია-სოფიას ტაძარი ისევ მეჩეთად გადაკეთდება.