აჭარაში გზის რებილიტაციისას 144 465 ლარი გაიფლანგა

Tbilisi Daily

„ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს“ გზის რეაბილიტაციისას 144 465 ლარი გაიფლანგა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ორბიტას“ ავანსად 188 ათასი ლარი გადაურიცხა. აქედან კომპანიამ მხოლოდ 43 535 ლარის სამუშაოები შეასრულა, დანარჩენი თანხა კი გაფლანგა. პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.