მთიანი ყარაბაღის რეგიონში გამოყენებული სამხედრო ტექნიკა: უპილოტო საფრენი აპარატი Orbiter 1K

Interworld

Orbiter 1K Mini უპილოტო საფრენი აპარატი საბრძოლო დანიშნულების ტექნიკას წარმოადგენს, რომელიც ისრაელის Aeronautics Defense Systems-ის მიერ არის წარმოებული და შექმნის პირველივე დღეებიდან საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მოცემული ტექნიკა თავსებადია სადაზვერვო მისიების, მცირე ინტენსივობის კონფლიქტებისა და ურბანული საომარი ოპერაციების პროცესში. Orbiter 1K-ს მართვა შესაძლებელია როგორც ოპერატორის მეშვეობით, ასევე აქვს უნარი დამოუკიდებლად გამოუკვლიოს კონკრეტული ტერიტორია სტაციონარული ან მოძრავი სამიზნეების დასადგენად. იმ შემთხვევაში თუ სამიზნე ვერ იქნება აღმოჩენილი, ის დამოუკიდებლად დაბრუნდება საწყის ადგილზე (ბაზაზე). უპილოტო საფრენ აპარატს 2-3 საათის მანძილზე შეუძლია უწყვეტი ფრენის განხორციელება. Orbiter 1K-ს აზერბაიჯანული ვარიანტს, რომელიც ამ სახელმწიფოშივე იწარმოება, ადგილობრივ დონეზე მოიხსენიებენ როგორც „Iti Qovan”-ს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Armenia #Azerbaijan #Nagorno #Karabakh #conflict #interworld