მარნეულელი ახალგაზრდის ატიფ აბასოვის მომდევნო წიგნი დაიბეჯდა.
Marneuli Daily
მარნეულელი ახალგაზრდის, ატიფ აბასოვის მომდევნო წიგნი დაიბეჭდა.
აბასოვის დაწერილი რომანი „იმედების სამშობლო“ თურქეთში დაიბეჭდა. მწერალი ამბობს, რომ რომანში პატრიოტიზმი, სიყვარული და მონატრება მთავარ ადგილს იკავებს.
„რომანში პატრიოტიზმი უპირატესობაა. მთავარი გმირი ერთი ომიდან მეორეში მიდის. ყარაბაღის ომში იღებს მონაწილეობას. წიგნის ერთ-ერთ ნაწილში ყარაბაღის ომზე მიდის საუბარი. რომანის მთავარი გმირი, სამხრეთ ოსეთში, 2008 წელს იღუპება“.
ავტორი ამბობს, რომ მთავარი გმირი ბორჩალოელი ეთნიკური აზერბაიჯანელია.
„რომანის მთავარი გმირი ჩვენი ეროვნებისაა, მე რომანში გამოვხატე, რომ როცა საჭიროა, ჩვენც შეგვიძლია ამ ქვეყნისთვის თავის გაწირვა".
აბასოვმა 170 გვერდიანი რომანის თურქულ ენაზე დაწერის მიზეზებზეც ისაუბრა. იგი ამბობს, რომ თურქეთში მიღებული განათლების გამო, ამ ენაზე აზრის გამოხატვა მისთვის უფრო ადვილია. თუმცა ასევე აცხადებს, რომ წიგნის ქართულ ენაზე გამოცემასაც აპირებს.
ატიფ აბასოვმა თქვა, რომ წიგნი მომავალი კვირიდან თურქეთის მაღაზიებში გაიყიდება. უახლოეს მომავალში კი რომანის პრეზენტაციას საქართველოში გამართავს.
#ახალგზრდამწერალი
#ატიფაბბასოვი
#მარნეული
#marneulidaily
#ხელოვნება
#ახალიამბები
წყარო: რადიო მარნეული