ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

5 ივლისს ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები იმართება, კორონავირუსის პანდემიის ფონზე. გამოკითხვების თანახმად, ორ უდიდეს პოლიტიკურ ბანაკს დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა აქვს.  პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის მემარცხენე-ცენტრისტული ხორვატიის დემოკრატიული კავშირი (HDZ) იმედოვნებს, რომ ამომრჩეველი მიემხრობა გაგრძელებას პოლიტიკური კურსისა, რომლითაც ევროკავშირის წევრი ეს ქვეყანა უნდა გაუმკლავდეს  კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ღრმა რეცესიას. HDZ-ის მთავარი მეტოქეა ალიანსი "რესტარტი", რომელსაც სათავეში უდგას დავორ ბერნარდიჩის მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტია.  გამოკითხვების თანახმად, ორივე მეტოქეს ხმების დაახლოებით მეოთხედი აქვს, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას კოალიციის შექმნა მოუწევს, აუცილებელი 76 მანდატის მოსაგროვებლად 151 წევრიან პარლამენტში.  "დიდი კოალიციის" შექმნას პლენკოვიჩიც და ბერნანდიჩიც გამორიცხავენ, თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ამ რთულ პერიოდში ქვეყნის სტაბილურობისთვის სწორედ ამგვარი კოალიცია იქნება საუკეთესო გზა.  გამოკითხვებში 11-მდე პროცენტით მხარდაჭერის მხრივ მესამე ადგილზეა ახალი მემარჯვენე-პოპულისტური პარტია, რომელსაც ფოლკლორის მომღერალი, მიროსლავ სკორო ხელმძღვანელობს.    https://www.radiotavisupleba.ge/a/30707021.html #ახალი_ამბები #twitter