კორონავირუსის ახალი 2927 ახალი შემთხვევიდან 1033 თბილისიდანაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი 2927 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა, მესამედზე მეტი კვლავ თბილისიდანაა. ქვეყანაში მძიმე პაციენტების რაოდენობა 645-ია, საიდანაც 393 სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.
თბილისში - 1 033;
აჭარაში - 411;
იმერეთში - 782;
ქვემო ქართლში - 130;
შიდა ქართლში - 74;
გურიაში - 53;
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 150;
კახეთში - 133;
მცხეთა-მთიანეთში - 79;
სამცხე-ჯავახეთში - 59;
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 23.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 60 680 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 2470-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 45 042.
ბოლო 24 საათში 24 პაციენტი გარდაიცვალა და საერთო რიცხვი 499-მდე გაიზარდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30937868.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)