ავსტრალიაში კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო იქნება
Tbilisi Daily
ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა.
„ველოდები, რომ ვაქცინაცია იმდენად სავალდებულო იქნება, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, ეს ხომ პანდემიაა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკა გაანადგურა და ასობით ათასი სიცოცხლე იმსხვერპლა“, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერმა.
მისივე თქმით, ვაქცინაციაზე უარის თქმა მხოლოდ სამედიცინო მიზეზებით იქნება შესაძლებელი.