ავღანეთში საავიაციო ბაზაზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების პანაშვიდი გადაიხადეს
Pirveliradio Ge
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში.
ლიტურგიას მე-13 ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ამერიკელი საზღვაო ქვეითები დაესწრნენ.
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს.